,,რასაც ჰამასს ვთავაზობ, მარტივია – დაგვნებდით ან მოკვდებით”- ნეთანიაჰუ

,,ომს არ შევწყვეტთ, ვიდრე მის ყველა მიზანს არ მივაღწევთ,”- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

,,ვიბრძვით გამარჯვებამდე. ომს არ შევწყვეტთ, ვიდრე მის ყველა მიზანს არ მივაღწევთ – ჰამასის განადგურებას და ჩვენი მძევლების გათავისუფლებას. რასაც ჰამასს ვთავაზობ, ძალიან მარტივია – დაგვნებდით ან მოკვდებით, სხვა არჩევანი არ გექნებათ,”- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები