ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთი პრაღის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად მოკლულ 15 ადამიანს გლოვობს. ხვალ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაირეკება გლოვის ზარები და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

შეგახსენებთ, რომ სროლა გუშინ შუადღისას 3 საათზე დაიწყო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში. თავდამსხმელი 24 წლის სტუდენტი იყო, პოლიციის ინფორმაციით, ის ლიკვიდირებულია. მასიური სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულია 35-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი თემები