„უკრაინა იმაზე უფრო ახლოსაა ნატო-სთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში წარმატების მიღწევას ვერ შეძლებს. როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, საომარი მოქმედებების მიუხედავად, წარმატება გამორიხულია.

მისი თქმით,  რუსეთის პრეზიდენტის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა უკრაინის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ თითქმის ორი წლის შემდეგ, უკრაინა იმაზე უფრო მიუახლოვდა  ნატოს  და ევროკავშირს, ვიდრე ოდესმე.

„პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა დაკარგა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ რუსეთი საკმაოდ  დიდ ფასს იხდის ამ ომისთვის.

 

მსგავსი თემები