აშშ იმ ბანკებს დაასანქცირებს, რომლებიც რუსულ არმიას დაეხმარებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყველა იმ ბანკს სანქცია დაუწესდება, რომელიც რუსეთის არმიას შესყიდვებში დაეხმარება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნულია სანქციები შეეხება ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც კავშირშია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან, გაყდვებთან, მიწოდებასთან, გადაცემასა და ხელშეწყობასთან.

დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ბანკების შვილობილ კომპანიებსაც ეხება.

 

მსგავსი თემები