,,მგონია, სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი დაავადება არ აქვს”- კობახიძე

სააკაშვილი დროდადრო ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს. არასერიოზულია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი  კობახიძეს პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. პარტიის წევრებმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანისკენ მოუწოდეს.

„მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა. ასე მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი დაავადება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს კომპეტენცია, ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები