,,არავინ იცის როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ჩვენს რეგიონზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

მისი თქმით, არავინ  იცისზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და  ჩვენს რეგიონზე.

,,დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაშიმას შემდეგრაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამუკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთრომ დღეს ომი არ წყდებაასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგადმილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარირომ შიდა მიგრაციაგადაადგილება მოხდაეს არის ტრაგედიარომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხსჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებსჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელიძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურადრაც შეგვეძლომაგრამასევე მინდა აღვნიშნო , რომ ამ ომის შედეგადიცვლება ის მთავარიასე ვთქვათ წესებირომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადადის წესრიგირომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგჩვენ ამის მცდელობას ვხედავთმცდელობას იმისარომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგიარავინ არ  იცისზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეჩვენს რეგიონზე,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები