თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზაზა გოგავა დაამტკიცეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზაზა გოგავა დაამტკიცეს. პარტიის ლიდერები ექსპო ჯკორჯიაში ყრილობაზე იკრიბებიან. ამავე ყრილობაზე წაიკითხავენ მიხეილ სააკაშვილის წერილს.

რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სიტყვით გამოსვლები. შეხვედრის მთავარი თემა და გზავნილები, არის ევროკავშირში გაწევრიანება და ინტეგრაცია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ ამ გზაზე აუცილებელია ყველა მთავარი რეკომენდაციის შესრულება და ამისთვის აუცილებელია როგორც ოპოზიციის ერთიანობა, ასევე აუცილებელია რომ მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ რეკომენტაციები შესრულდეს და საქართველო უკვე გახდეს ევროკავშირის ქვეყანა.

სიტყვის გამოსვლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

მსგავსი თემები