,,ისტორიული იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთიში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია” – პრემიერი

ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

„ასევე, მნიშვნელოვანი იყო, ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მე გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა, თანამშრომლობა.

ჩინეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ჩვენთვის. სიდიდით მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ამ მიზნის შემადგენელი ნაწილი იყო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩვენ გვქონდა საკმაოდ წარმატებული ვიზიტები. შარშან გვქონდა ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, პროდუქტიული ტურნე, მე ასე ვიტყოდი, ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ვიზიტად იმყოფებოდნენ ჩვენთან ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და ასევე, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი. ხელი მოეწერა ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარების დოკუმენტებს,”- განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები