,,თვითონ წადით ფრონტზე და თავად მოკვდით”- რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები პუტინს მიმართავენ

ვლადიმერ პუტინს რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები მიმართავენ. “ტელეგრამ არხზე” მიმართვა ვრცელდება, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მობილიზებულია.

მისი თქმით, ფრონტზე “ყველაფერი ირღვევა, დაწყებული ადამიანის უფლებებით” და მობილიზებულებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მისივე თქმით, არავინ აპირებს მათ მკურნალობას.

ამასთან, კაცი აცხადებს, რომმას და სხვა სამხედროებს მშვიდობა და ომის დასრულება სურთ.

,,ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ სადამდე მიიყვანე ხალხი? ჩვენ, რუსებს, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში იმედი აღარ დაგვრჩა. დაამთავრეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია [რუსეთი ასე უწოდებს ომს უკრაინაში] დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. რა ჯანდაბაა “დენაციფიკაცია” და “დემილიტრაიზაცია”? გესმით რაზეა საუბარი? ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვებს ამბობთ, ხალხი კვდება. მოდით ვიცხოვროთ მშვიდად. ან თვითონ წადით ფრონტზე და თავად მოკვდით”, – ნათქვამია მობილიზებულთა ახლობლების მიმართვაში.

მსგავსი თემები