გვინეის დედაქალაქში ნავთობის ტერმინალში აფეთქება მოხდა – დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი

გვინეის დედაქალაქ კონაკრიში, ნავთობის ტერმინალში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ტერმინალის დაზიანების ხარისხი ამ ეტაპზე უცნობია.

„მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ მოვლენის გამო, რომლის მასშტაბები და შედეგები შეიძლება, პირდაპირ აისახოს მოსახლეობაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები