,,რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი”- პუტინი

რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ან იქნება სუვერენული ძალა, ან – საერთოდ არ იარსებებს. „უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზო შემთხვევა დილის საათებში, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან მოხდა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ბაიდენის კორტეჟს მანქანა შეეჯახა

კვირას ღამით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომობილს მანქანა შეეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბაიდენი, ქალაქ ვილმინგტონში, შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო შტაბს ტოვებდა ქალაქ ვილმინგტონში. შემთხვევის შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი არ დაშავებულან. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, როდესაც “სედანის” ტიპის მანქანა  უსაფრთხოების სამსახურის მანქანას შეეჯახა, რომელიც ოფისის მიმდებარედ გზაჯვარედინს კეტავდა. მედიის ცნობით, “სედანი”  გზის გაგრძელებას შეეცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ის ალყაში მოაქციეს და მძღოლს უბრძანეს ხელები აეწია.

მეტი...

ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ოფისში აღმოაჩინეს მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს. აღნიშნული ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა და განმარტა, რომ  მოსასმენი მოწყობილობა არა ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ ოთახში იპოვეს, სადაც შესაძლებელი იყო, რომ მას ემუშავა. უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ნაპოვნი მოწყობილობა „უმოქმედო იყო“. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მეტი...

ოთხი თვის ჩვილი, რომელიც ტორნადომ გაიტახა  ცოცხალი იპოვეს

აშშ-ში, ტენესის შტატში ოთხი თვის ბავშვი, რომელიც ტორნადომ გაიტცა  ცოცხალი იპოვეს. მშობლების განცხადებით,  ჩამოვარდნილ ხეში იპოვეს. ჩვილის დედის განცხადებით, ტორნადოს მოახლოებისას მათ  სახლს ჭერი აეხადა, რის შემდეგაც ტორნადომ ჩვილის აკვანი აიტაცა. ჩვილის მამამ აკვანი დაიჭირა, თუმცა საბოლოოდ ტორნადომ ორივე ერთად აიტაცა.  დედა ერთი წლის შვილს გადაეფარა, რა დროსაც სახლის კედლები ჩამოინგრა და დედა-შვილი ნანგრევებში მოიყოლა. ჩვილი, მისი ერთი წლის ძმა და მშობლები მსუბუქი დაზიანებებით გადარჩნენ.  

მეტი...

რუსეთის საზენიტო ძალების მსროლელებმა   რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, რომ რუსეთის საზენიტო ძალების მსროლელებმა კვირას  რუსული მოიერიშე თვითმფრინავი – “სუ-25″ ჩამოაგდეს. ,,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსული სუ-25 უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგდია! ეს არის რუსული საზენიტო მსროლელთა მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებები. რისთვისაც დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან!”,- წერს ოლეშჩუკი.  

მეტი...

დუშეთში ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია

დუშეთში ძლიერმა ქარმა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წააქცია. დუშეთის მერის, მანანა ნარიმანიძის ინფორმაციით, საახალწლო ნაძვის ხე მნიშვნელოვნად დაზიანდა. ,,დუშეთში, ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაზიანდა. სამწუხაროდ უამინდობის გამო, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ წუთებში ადგილზე სათანადო ღონისძიებები ტარდება. მიუხედავად ძლიერი ქარისა, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად გვეხმარებიან, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ტერიტორია ამ დროისთვის უკვე სრულად გაწმენდილია . საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,”- წერს მანანა ნარიმანიძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგნეტოს კამპანიას – „ ნუ მოჭრი ნაძვს“, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეურთდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას – სადღესასწაულოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება.…

მეტი...

ძლიერი ქარიშხალი არგენტინაში – დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

არგენტინაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. ქარიშხლის შედეგად დაზიანებულია ხეები, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც. არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ოფისმა ადგილობრივებისთვის რეკომენდაცია გასცა, რომ დარჩენ საკუთარ სახლებში.

მეტი...

როგორია გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვების მდგომარეობა

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვი კვლავ იაშვილის კლინიკაში რჩება.  2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ოზურგეთში  16 დეკემბერს პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.

მეტი...

მარიტა გუტაშვილმა ონის მერიაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია – “მთის ამბები”

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს. მარიტა გუტაშვილი მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მეტი...

მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებე ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ორი ადამიანი დანით დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ბრალდებულს კი ეძებენ.  

მეტი...

დედამ 2 წლის ტყუპი ქალიშვილები დაახრჩო

ნიუ-იორკში, დედამ 2 წლის ტყუპი ქალიშვილები დაახრჩო. ბავშვების დედა, თავდაპირველად შვილებს მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც, ქალის დედამ პოლიციაში დარეკა.  ამის შემდეგ ბავშვები დედის მანქანაში გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა 2019 წელს მოხდა.  

მეტი...

,,ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გაზაფხულზეა მოსალოდნელი”- ზელენსკი

“ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გაზაფხულზეა მოსალოდნელი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინა და ევროკომისია ოფიციალურად დაიწყებენ პროცესს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად. “ევროპულმა საბჭომ ამ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ამისთვის მთელი წელი აქტიურად ვმუშაობდით. უახლოეს დღეებში უკრაინა და ევროკომისია ოფიციალურად დაიწყებენ პროცესს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობისთვის, რომლის მიღებასაც გაზაფხულზე ველოდებით. მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ისტორიული დარწმუნება: უკრაინა ყოველთვის…

მეტი...