,,ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „უხერხულობა არ იგრძენით, ევროკავშირის ელჩმა პირველად პრეზიდენტს რომ გადაუხადა მადლობა და მას არ მიეცა სიტყვის თქმის შესაძლებლობა? პრეზიდენტს სურდა, საზოგადოებისთვის მიემართა, ხომ არ ფიქრობთ, რომ არასწორი ნაბიჯი იყო?“.

„რაც შეეხება ელჩის მისალმებას, ეს არის პროტოკოლური ასპექტი. ბუნებრივია, ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის პროტოკოლური თანმიმდევრობა, რომელიც ზოგადად მოქმედებს ქვეყანაში, ის ფორმალური რანგირება, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აქ სასპეკულაციო არაფერია და აბსოლუტურად გასაგებია,რატომაც დაიწყო ევროკავშირის ელჩმა მისალმება სწორედ ასეთი ფორმით. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ და შემდეგ მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს თავისუფლების მოედანზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები