ცაში ჩამოკიდებული სოფელი ჰუაუ (ვიდეო)

ეს არის სოფელი ჰუაუ. ის მდებარეობს ჩინეთის გუიჟოუს პროვინციაში. მისი  მთავრი ბუნებრივი უპირატესობაა მაღალი ეკოლოგიური გარემო, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს.  აქ ტყით დაფარვის მაჩვენებელი დაახლოებით 70% -ს შეადგენს. აქ მოჰყავთ თეთრი ჩაი,  მარწყვი, ჩილის სოუსი.

ამავე სოფელში მდებარეობს დასასვენებელი ზონა ბანაკების სახით.  პროექტის საერთო ფართობი 1500 კვადრატული მეტრია. სწორედ ეს არის სოფლის უნიკალური ხიბლი. შეგრძნებაა ისეთი, თითქოს გამოკიდული ხარ ჰაერში.

აქ ყველაფერი სიძველის ეფექტითაა შენარჩუნებული.  დილით აქ თითქმის არაფერი ჩანს, ნისლშია მთელი სოფელი გახვეული. ტერასებზი გაფენილია თეთრი  კარვები, სადაც შეგიძლია მთელი დღე გაატარო. დაისვენო, დააგემოვნო ტრადიციული საკვები გაერთო, იმხიარულო. ეწყობა სხვადასხვა კულტურული თუ გასართობი ღონისძიებები და ეს საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ითვლება.

ბანაკები  შექმნილია პროვინციიდან და სხვა რეგიონებიდან ახალგაზრდების მოსაზიდად.

სოფელი ჰუაუ ასევე უნიკალურია ბუნებითა და კლიმატით. შეიძლება ითქვას, რომ აქ მუდმივად გაზაფხულია.

ეკა გულუა, ჩინეთიდან 

მსგავსი თემები