ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარდგენის დროს განაცხადა.
„ბუნებრივია, არ იყო მარტივი, ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდები გავიარეთ, ბევრი განსაცდელები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგებს. ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ. 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, თუ ვინმემ, რომელიც ხელისუფალმა მიაღწია რაიმე კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“.