ევროკომისიამ 65 მლნ ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ

ევროკომისიამ 65 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ. თანხა  ოთხი ქვეყნის, ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად გამოიყოფა.

„გასულ კვირას ევროკომისიამ გადაწყვიტა გამოეყო 65 მილიონ ევროზე მეტი თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისგან გაქცეული ადამიანების დასაბინავებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები