,,2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა”- პრემიერი

2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარდგენის დროს  განაცხადა.

პრემიერის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ აომის თავიდან არიდება ვერ მოახერხა.

,,აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები