ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა უნგრეთს ჩამოართვან ხმის უფლება, რათა დაამტკიცონ შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ.

Financial Times-ის ინფორმაციით, ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის გამოიყენონ 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ქვეყანა ღელავს ამ მუხლის გამოყენებაზე, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი იარაღია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრიორიტეტი ორბანის დარწმუნებაა, რომ არ დაბლოკოს დახმარების საკითხი.

თუ ეს ვერ მოხერხდა, ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დახმარების შესახებ, თითოეულს მხრიდან ინდივიდუალურად. მედია წერს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება და საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება.

,,შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა უნგრეთმა გვაიძულებს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში”, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

მსგავსი თემები