,,ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს”- პრემიერი

სიამაყით უნდა ითქვას, რომ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ  ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე-, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს თუ რა რეალობაში მივაღწიეთ აი ამ შედეგს. დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო , რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე. როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს. აგვისტოს ომი იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები