გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ევრომაიდნის 10 წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს.
,,10 წლის წინ ამ დღეს, მაიდანზე თქვენ გაიგებდით, თუ როგორ ხმამაღლა სცემდა უკრაინის გული ევროპისთვის, სიმამაცითა და თავისუფლების იმედით სავსე. მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ,”- წერს ბერბოკი.