ბრაზილიაში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა, 44.8C გრადუსი დაფიქსირდა. ექსპერტები მაღალ ტემპერატურას ბუნებრივ მოვლენა ელ-ნინიოს უკავშირებენ.

მედიის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა ქალაქ არასუაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

ექსპერტების პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ტემპერატურა კვირის ბოლომდე დაიწევს.

მსგავსი თემები