,,ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან” – ბაიდენი „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ღაზაში ,,ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა.

,,ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. შეგვიძლია ამ მძევლების ძალიან მალე სახლში დაბრუნება”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.

მსგავსი თემები