უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უწყების ხელმძღვანელობა 62 მილიონი გრივნის (დაახლოებით, 1, 72 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო სახსრების დაუფლებაში დაადანაშაულა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020-2022 წლებში კომპანიების ჯგუფის მფლობელმა სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შეიმუშავა ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრების ჩამორთმევის სქემა.

ეს თანხები ირიცხებოდა საზღვარგარეთ კონტროლირებადი კომპანიების ანგარიშებზე ლეგალიზაციისა და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის განაწილების მიზნით.

მსგავსი თემები