,,მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა.

,,ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. მთელი ერი გამოვიდა ქუჩაში და ლაპარაკობდა ერთი ხმით. თქვენ თქვით: უკრაინა ეკუთვნის ევროპას და ჩვენი მომავალი გვეკუთვნის ჩვენ. უკრაინელი ხალხი ევროკავშირის დროშაში გახვეული შეეწინააღმდეგა სნაიპერებსა და სპეცრაზმს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით საკუთარი მომავლის მმართველები. დღეს ეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო.”

მსგავსი თემები