უკრაინამ ნოემბრის დასაწყისიდან 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ ნოემბრის დასაწყისიდან 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

,,მთლიანობაში, თვის დასაწყისიდან მოწინააღმდეგემ 13 700-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, 1800 ერთეული სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა. რუსული არმია აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალის შემცირებას ყველა მიმართულებით. უკრაინელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი, რომლებიც ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობის უშედეგობას აცნობიერებენ, დანებდნენ”, – განაცხადა შოიგუმ.

მსგავსი თემები