,,სადისტურად გვიკლავდნენ თვალწინ ჩემს შვილს კოსტას”- კოსტა სანიკიძის დედა მიმართვას ავრცელებს

საკუთარ სახლში დაჭრილი მომღერლის, კოსტა სანიკიძის დედა მიმართვას ავრცელებს. დაჭრილი მომღერლის დედა შვილის სიცოცხლის დაცვასა და ჭეშმარიტების დადგენაში დახმარებას ითხოვს.

„მეგობრებო, გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, ჯერ არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მე და ჩემი ოჯახი, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ჩემთან ერთად, ჩვენივე სახლის ეზოში შეესწრო ენით აღუწერელ უბედურებას, თუ როგორ სადისტურად გვიკლავდნენ თვალწინ ჩემს შვილს კოსტას.

იმ ჯოჯოხეთურ ღამეს, როდესაც ჩემი შვილი ჩემ თვალწინ იცლებოდა სისხლისგან და იწვა თავისივე სისხლის გუბეში, მე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი უსუსურები ვედექით თავზე და ვერაფრით ვეხმარებოდით. მადლობა უფალს და „ჰელსიკორის“ საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებმაც გადამირჩინეს მომაკვდავი შვილი.

გთხოვთ ყველას, ვისაც შეგწევთ უნარი, დამეხმარეთ ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვაში და ჭეშმარიტების დადგენაში”,- წერს კოსტა სანიკიძის დედა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები