ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში – გარდაიცვალა ქვეითი

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე ტრაილერი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

მსგავსი თემები