რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში თუკი ვინმეა, ესენი არიან „ლელოს“ ლიდერები – შალვა პაპუაშვილი

თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა.

„ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე ვაშინგტონში და თავს იწონებდა, აბეზღებდა ქართველებს, რომ მათთვის სანქციები დაეწესებინათ. მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად, ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები