უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
,,ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მაია სანდუ და შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში იმყოფება გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც.