სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ვეღარ იქნება დაკავებული ომით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის განცადებას ეხმიანება. მისი თქმით,  სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, არ უნდა იყვნენ დაკავებული ომით.

„სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ის ვეღარ იქნება დაკავებული ომით. თუ თქვენ ომს მართავთ იმის გათვალისიწნებით, რომ ხვალ თქვენ პოლიტიკით ან არჩევნებით დაკავდებით, მაშინ სიტყვებით და წინა ხაზზე თქვენ მოქმედებთ, როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც სამხედრო. მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და  არცერთ მხარეს არ შეუძლია წინსვლა, რადგან ტექნოლოგიურად ერთნაირად არიან აღჭურვილნი.

მსგავსი თემები