აშშ-ში ქუთაისელი “კანონიერი ქურდი” და მისი დაჯგუფების წევრები დააკავეს

აშშ-ში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე “ნათან იუსუპოვი”, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე “თავა”, დავით ტიკარაძე, იგივე “დათო”. საბრალდებო დასკვნის თანახმად, დაახლოებით 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. ,,როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები მსხვერპლს თანხის ამოღების მიზნით ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ”, – განაცხადა ადვოკატმა დემიან უილიამსმა.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს, რისთვისაც მომზადებული აქვს დესტაბილიზაციის გეგმა „მაიდანი 3“. „არის გეგმა „მაიდან 3“, რომ შეცვალონ პრეზიდენტი. შესაძლოა, არა მკვლელობის გზით, არამედ შეცვლით. ისინი ხელთარსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებენ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წლის ბოლომდე განახორციელონ ახალი ოპერაცია, რომელსაც სახელწოდებაც კი აქვს, თუმცა ხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამასთან ცხოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყოს – ანდრიუს კალინდრა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყოს – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე სამი კვირა დარჩა მთავარი გადაწყვეტილების მისაღებად. ,,ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ იმ ამბავთან, რომ მივულოცოთ საქართველოს მალე კანდიდატის სტატუსი. 9-ვე ნაბიჯი არის ოფიციალური დათქმები, ეს ნაბიჯები ყველა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროკომისია განიხილავს სამი კვირის თავზე ყველა ქვეყანასთან მიმართებით, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა არ არის სასიკეთო მხოლოდ პოლიტიკური კლასისთვის ან მთავრობისთვის. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასარგებლო პროცესი. უკვე სამი კვირა დარჩა მთავარი გადაწყვეტილების მისაღებად.…

მეტი...

სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია – ჰერჩინსკი

სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ  განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არა თავის კონსტიტუციურ უფლებას. „ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს ამ უფლებას“, – განაცხადა ჰერჩისკიმ.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი საქმის მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 მოკვლევა დაიწყო – “რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე და საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევაზე. პირველი მოკვლევა  ავტოიმპორტიორი კერძო პირების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, სადაც მოპასუხე ეკონომიკური აგენტის – შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“  მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.  კერძოდ,   ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას. მეორე მოკვლევის საქმე შეეხება საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის სფეროში მოქმედი სუბიექტის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის სავარაუდო მითვისებას ფაქტს. კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული…

მეტი...

გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას – პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და ბიზნესისთვის პირობების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში. ევროპული ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის ინდექსს. ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას.…

მეტი...

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი – 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984…

მეტი...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. პისტორიუსს დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, ასევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პისტორიუსის მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინელი სამხედროების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება. ეს ბორის პისტორიუსის მეორე ვიზიტია უკრაინაში.

მეტი...

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა – 26 წლის სადაზვერვო ბატალიონის ოფიცერი  და ერთ-ერთი ბრიგადის ჯარისკაცი. უწყების თქმით, სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. უწყების განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მძიმედ დაიჭრა 2 რეზერვისტი და სამი ჯარისკაციც.  

მეტი...

ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით,  ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან. მისი თქმით, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. ,,ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან. ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება.…

მეტი...

,,ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება”- სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი თქმით, მტერი ცდილობს უკრაინელი დამცველების განდევნას კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან. ,,ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს. მტერი ცდილობს უკრაინელი დამცველების განდევნას კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან. თავდაცვის ძალები აკავებენ ხაზს და დიდ ზარალს აყენებენ რუსულ ჯარს, როგორც ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალით”, – განაცხადა სირსკიმ.

მეტი...

ღაზის საავადმყოფოდან 31 ჩვილის ევაკუაცია გახორციელდა

ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. 12 ბავშვი მკურნალობისთვის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ყველა მათგანი სერიოზულ ინფექციებს და სხვა პრობლემებს ებრძვის. 16 ბავშვი ჩრდილოეთ ეგვიპტის ალ-არიშის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო სამი ჯერ კიდევ სამხრეთ ღაზაშია და მკურნალობენ ემირატის საავადმყოფოში. ისრაელის ძალებმა ალ-შიფა გასულ კვირას დაიკავეს. კლინიკაში  მას შემდეგ, რაც ინკუბატორები გაითიშა არსებული კოლაფსის ფონზე, რამდენიმე ჩვილი დაიღუპა.  

მეტი...

,,დღეს უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება”- ანდჟეი დუდა

“თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას,დღეს უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები. ,,თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას. ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება… როგორც პოლონეთი, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის NATO-ში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს…

მეტი...

შესაძლებელია ზვავი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი – მოსალოდნელი ამინდის პროგონოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

გერმანიაში სუნამოების ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, სუნამოს ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებმა აფთიაქიდან 700 ევროს ღირებულების ორი სუნამო მოიპარეს. დაკავებულების ჩხრეკისას პოლიციამ ზამთრის ქუდები და შარფები იპოვა, რომლებიც ასევე სავარაუდოდ მოიპარეს. ქართველები გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაგზავნეს.

მეტი...