„უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“ – ზელენსკი

„უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“, – ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტის კითხვას,  გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.

„ეს ომია და უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და საკუთარი მიწა“, – განაცხადა ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთთან სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ახლა, რუსეთის ფედერაციასთან ერთ მაგიდასთან დასხდომა, შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები