თუნდაც ფორმალურმა პრეზიდენტმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ არ გააკეთოს განცხადებები, რომლებიც საბოდიშო გახდება – მამუკა მდინარაძე

თუნდაც ფორმალურმა პრეზიდენტმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ არ გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლის უკან წაღებაც და რომელზე ბოდიშიც ჯერ ხელისუფლებას და შემდეგ თავადაც მოუწევს ადმინისტრაციის უფროსის, თუ ნებისმიერი თანამშრომლის საშუალებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარ სიტყვებზე ბოდიშების ხდა არ უნდა გიწევდეს.

„უნდა შეძლოს იმდენი დიპლომატია, უნდა ეყოს იმდენი პასუხისმგებლობა, რომ არ აკეთოს განცხადებები, რომლებიც შემდეგ საბოდიშო გახდება, მათ შორის თავად მისი მხრიდანაც გახდა საბოდიშო, მოუბიდიშია და წაუღია უკან თავისი სიტყვები. თუ გულისხმობს რუსეთის პრეზიდენტს, უნდა დააკონკრეტოს, რომ კითხვა დამისვით ამ ორ ადამიანზე, მათგან რუსეთის პრეზიდენტზე ვფიქრობ ამას. რაც შეეხება ჩინეთს, ის უნდა გამიჯნოს. კარგია, უკან რომ წაიღო, ერთი მხრივ, ეს მცირე, მაგრამ პოზიტივია, მაგრამ საკუთარ სიტყვებზე ბოდიშების ხდა არ უნდა გიწევდეს. შემდეგ არ უნდა ბრაზდებოდე და სხვასაც არ უნდა აბრაზებდე იმაზე, რატომ არ გიშვებს მთავრობა სადღაც მთავრობის სახელით რომ ილაპარაკო. წამოცდენაც რომ ყოფილიყო, ასეთი წამოცდენები თუ გაქვს, თუ შენ წამოგცდება, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებს და არც შარშან იმსახურებდა, ჩინეთის პრეზიდენტი დასაჭერია, ასეთი წამოცდენები თუ გაქვს, მაშინ რა პრეზიდენტობაზე გაქვს პრეტენზია. მაშინ უნდა ადგე და გადადგე ან გაჩერდე მაინც. შეუძლია, რომ გაჩუმდეს და მთელ ქვეყანას საბოდიშოდ არ გაუხადოს საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები