EU უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.

ევროკომისრის განცხადებით, ზამთრის დადგომას დამატებითი პრობლემები მოაქვს უკრაინის მოსახლეობისთვის, ამიტომ, გამოყოფილი თანხა მოხმარდება როგორც ფულად დახმარებას, ასევე მოქალაქეების საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და დაცვით უზრუნველყოფას.

მსგავსი თემები