სროლა საბავშვო ბაღთან – დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის,  ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები