შანხაი – სავაჭრო და ტურისტული უბანი

ეს შანხაია, აქტიური, დატვირთული, მოძრავი და ხალხმრავალი ქალაქი.  ვიდეორეპორტაჟში კი ასახულია შანხაის ერთ-ერთი სავაჭრო და ტურისტული უბანი თავისი გამორჩეული არქიტექტურითა და სანახაობით. აქ უამრავი ადამიანი მოძრაობს, დატვირთულია როგოც ტურისტებით, ისე ადგილობრივებით.

ტერიტორია საკმაოდ ვრცელ ფართობზეა გაშლილი, სადაც ნახავთ როგორც არქიტექტურულ შედევრებს, ისე უნიკალურ ხის შენობებს, რომელიც წყალზე დგას, წყალში კი სხვადასხვა სახის თევზი დაცურავს.

ქუჩები ძირითადად ვიწროა, რომელიც ერთმანეთს უერთდება. სავაჭრო უბანი დატვირთულია მაღაზიებით, კაფეებით, რესტორნებითა და სხვა სანახაობებით.

რეპორტაჟი შანხაიდან.

ეკა გულუა

მსგავსი თემები