დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება

16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ რიგით II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები. ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ მოხსენებით წარდგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
(სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საკანონმდებლო და საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიებში და წარადგენენ პრეზენტაციებს ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

5 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის გაუმჯობესება.

მსგავსი თემები