,,2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში” – ერმაკი

,,2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა.

,,ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება”, – აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.

მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს აქვთ პლაცდარმი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

მსგავსი თემები