რუსეთმა ხერსონი დაბომბა

დღეს დილით რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, სახლი კი დაინგრა.

,,დილით ხერსონში, კორაბელნის რაიონში, რუსებმა დაბომბეს საცხოვრებელი სახლები. დაშავდა 54 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს… დაზარალებულის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, საშუალო სიმძიმისაა,” – წერს ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი.

მსგავსი თემები