შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას – ბუდანოვი

ომი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინასა და დასავლეთთან მოლაპარაკებას კიდევ დიდხანს არ გამართავს.

„ეს ტერიტორიული პრობლემა უკვე 70 წელზე მეტია, ამიტომ, ეს სცენარი აქაც ძალიან სავარაუდოა, რადგან რუსეთის ფედერაციას აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მადა უკრაინასთან მიმართებაში, რაც ეხება არა მხოლოდ ყირიმს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ მადის დაკმაყოფილებას“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები