,,ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა. მისი თქმით, ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას.

,,ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას. უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და ანტი-სატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში. უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის ინსტრუმენტზე უარის თქმა, რადგან შიდა მწვავე დაპირისპირება ძალიან უადვილებს აგრესორს ამოცანას. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რუსებისთვის თვალების პაჭუნით და მათი დავალებების ჩუმად შესრულებით, ჩვენ პირდაპირ ინტერვენციას თავიდან ავიცილებთ, საქმე იმაშია, რომ რუსებს სჭირდებათ სიმბოლოები და ასეთი სიმბოლო არის ის რაც მან ვერ მოახერხა 2008-ში – რუსული დროშა და რუსი ჯარისკაცის ჩექმა თბილისის ცენტრში. აქამდე ყველა მოქმედებით, (მათ შორის, ჩემი დატყვევებით) ან უმოქმედობით ოლიგარქის ხელისუფლება ჩვენს მტერს ამ ამოცანას მხოლოდ უადვილებს.” წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები