,,უკრაინამ იცის და ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორ უპასუხოს სწორად”- ზელენსკი

ყკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჩამოთვალეს უკრაინის ფრონტის მიმართულებები, სადაც ვითარება ყველაზე რთულია.

ზელენსკის თქმით, რთული ვითარებაა შემდეგი მიმართულებებით: ”ავდეევკა, მარინკა, ბახმუტის მიმართულება, ლიმანის მიმართულება, კუპიანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონის რეგიონი”.

,,უკრაინამ იცის და ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორ უპასუხოს სწორად, ძლიერად, როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გენერალმა ზალუჟნიმ, თავის მხრივ, დეტალურად ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან სატელეფონო საუბრისას.

,,ავდეევსკოეს, კუპიანსკოეს და მარინსკოეს მიმართულებები რჩება ყველაზე ცხელი. სიტუაცია რთულია, კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მსგავსი თემები