,,რუსეთი ეძებს ალტერნატივებს” – სტოლტენბერგი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად.

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ეს სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების შესაქმნელად გამოიყენოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად.

მაგრამ ასევე ცხადყოფს, რომ ისინი, ფაქტობრივად, გადაყვანილნი არიან თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ შეტევებს საზღვაო ობიექტებზე ყირიმში, შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს უკრაინელების მიღწევებს რუსულ ფრონტზე თავდასხმაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები