პუტინს ნაადრევად უხარია, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება და გაიზრდება – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება და გაიზრდება. მისი თქმით, უკრაინა მომდევნო თვეებში გერმანიისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. “პუტინს ნაადრევად უხარია. უკრაინისადმი მხარდაჭრას არამხოლოდ გავაგრძელებთ, არამედ გავაფართოებთ და გავზრდით”, – განაცხადა ბერბოკმა.  

მეტი...

ისრაელის განცხადებით, ღაზის საავადმყოფოს ინკუბატორებს მიაწვდის

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ინკუბატორების გადატანის პროცესში არიან ისრაელის საავადმყოფოდან ღაზაში. სოციალურ მედიაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა  გამოაქვეყნა სურათი, როგორც ჩანს, მისი ერთ-ერთი ჯარისკაცი ინკუბატორს ფურგონიდან ტვირთავს ავტოსადგომზე. ის თუ სად არის გადაღებული ფოტო, არ სახელდება.

მეტი...

უდანაშაულო ადამიანები უნდა დავიცვათ, მათ რუსეთი სამიზნედ, ჰამასი კი ფარად იყენებს – რიში სუნაკი

ჩვენ უნდა შევასრულოთ უკეთესი მომავლის დაპირება – მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც ამისკენ ისწრაფვის და დავიცვათ უდანაშაულო ადამიანები, რომელსაც რუსეთი სამიზნედ, ხოლო ჰამასი ცოცხალ ფარად იყენებს – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. ,,რამ აიძულა ჰამასი, დაეწყო თავისი საშინელი თავდასხმა ისრაელზე? ეს არ იყო მხოლოდ სიძულვილი. ეს იყო შიში იმისა, რომ ახალი ახლო აღმოსავლეთი იბადებოდა, სადაც ისრაელს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა ექნებოდა და რომელიც უკეთესი, უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული მომავლის იმედს აძლევდა. რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში? იმიტომ, რომ პუტინს ეშინოდა მის ზღურბლზე თანამედროვე, რეფორმირებული, აყვავებული დემოკრატიის გაჩენისა და სურდა…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას სავარაუდოდ 2024 წლის მარტამდე არ გადასცემს დაპირებულ ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას სავარაუდოდ 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს. „სავარაუდოა, რომ შესრულდეს“, – განაცხადა კულებამ. მისი თქმით, მიზეზი არა ევროკავშირში პოლიტიკური ნების ნაკლებობაა, არამედ „თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა“ და ბიუროკრატიული დაბრკოლებები. „ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.  

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით 6 რეკომენდაცია გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  საბანკო დაზღვევის – კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად სავალდებულო 6 რეკომენდაცია გასცა. უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში,  საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალ კონცენტრირებულია და ამასთანავე მას გააჩნდა სტაბილური ხასიათი, ისევე როგორც მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის წილობრივ განაწილებას. აღნიშნულ პერიოდში, საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას ახორციელებდა 15 კომერციული ბანკი. 10 კომერციული ბანკის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებთან ერთად ფიქსირდება სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებაც, მათ შორის 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი განსახილველ პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი და ინდივიდუალურ…

მეტი...

,,წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია, ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ”- მაკუნა გოჩიაშვილი

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ წამალი საქართველოში ჩამოვიდა. „ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!“, –  წერს მაკუნა გოჩიაშვილი.  

მეტი...

კონგრესში უკრაინისთვის პაკეტის დამტკიცების გარეშე, ჩვენი შესაძლებლობები მცირდება – სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, კონგრესში უკრაინისთვის ახალი პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება. მისი თქმით, კონგრესმა ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე. “კონგრესში უკრაინისთვის ახალი პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება. ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება. ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება”, – განაცხადა სალივანმა.  

მეტი...

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, კაცი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე, ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. ბრალდებული სსკ-ს 1501 მუხლით არის დაკავებული, რაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს. დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ითვალისწინებსს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცავ უწყებას ქალმა 10 ნოემბერს მიმართა. მიმართვის შემდეგ, 11 ნოემბერს, მოძალადის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა.

მეტი...

თბილისში, ჩხუბის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს

თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე ჩხუბის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპირება ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ორი ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ერთმა კი კლინიკა უკვე დატოვა. თვითმხილველების განცხადებით, კონფლიქტი დაწესებულებაში დაიწყო. გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის, EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი. „პროექტში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 150 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება. თვითრეგისტრაციის…

მეტი...

აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც “ქურდულ სამყაროსთან” კავშირს ედავებიან. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა

თურქეთის ეგეოსის ზღვისპირა პროვინცია იზმირის მახლობლად, მიგრატების ნავი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 6 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორი მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე რამდენიმე გემი, საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ.

მეტი...

ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ ღაზას საავადმყოფოსთან ნაკლები არასასურველი ქმედებები განხორციელდეს – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, მისი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. „ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელელებთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც, ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თეთრწყაროში, სოფელ დაღეთში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

პოლონეთში 2 ქართველი კოსმეტიკისა და სუნამოების მოპარვის გამო დააკავეს

პოლონეთში, ძარცვის ფაქტზე, ორი ქართველი კაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა საქართველოს 43 წლის მოქალაქე ქალაქ ლეგნიცაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი სხვადასხვა ქალაქში ქიმიურ პროდუქტს, სუნამოსა და კოსმეტიკას იპარავდა, შემდეგ კი ყიდდა. კაცის თანამზრახველი პოლიციამ ვროცლავში დააკავა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ღაზის სექტორში უმსხვილესი საავადმყოფო თითქმის სასაფლაოა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორში უმსხვილესი საავადმყოფო “თითქმის სასაფლაოა.  ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით მდებარეობს- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხვდა ინტენსიური ბრძოლების ფრონტის ხაზზე ისრაელის თავდაცვის ძალებთან. ისრაელის განცხადებით,  “ჰამასი” სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს ფლობს საავადმყოფოს ქვეშ გვირაბებში. “ჰამასი” და საავადმყოფო ამას უარყოფენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის თქმით, დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს. ,,საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თითქმის სასაფლაოა”, – განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა.

მეტი...

კულებამ ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდებს. კულებამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. „ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის წყალობით, უკრაინელებმა იგრძნეს, რომ ჩვენი ბრძოლა არ იყო უშედეგო, რომ ჩვენი ძალისხმევა იყო აღიარებული. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენი ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას დეკემბერში, როდესაც ევროპის საბჭო შეიკრიბება, რათა გადაწყვიტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მეტი...