სააგენტოს ეკიპაჟები ძაღლების გასეირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ

სააგენტოს ეკიპაჟები ძაღლების გასეირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ და მოქალაქეებს წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ახლად ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა შინაური ცხოველების გასეირნების მონიტორინგი ამჯერად ვაკის პარკში, დედაენის ბაღში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განახორციელეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის 5 ივლისს შესული ცვლილებების მიხედვით:

„ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ მოქალაქეების დროული ინფორმირება, რასაც სააგენტო საინფორმაციო ღონისძიებებით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

მსგავსი თემები