2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, 2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ერმაკმა აშშ-სა და ევროპას, სანქციების გაძლიერებისა და უკრაინისთვის დამატებითი იარაღის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდა.

„ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები