,,რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ” – ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, რომ წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და ეს უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვისო. ზოგადად, ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აკერიათ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „აქ კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი ფორმებია, რომლებზეც იყო საუბარი სუსის განცხადებაში. საუბარი იყო პროვოკაციებზე, იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რევოლუციური გეგმები რომ აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან, რომ განწირული არიან შემდეგ…

მეტი...

უკრაინამ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ

უკრაინამ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვის მოხსნაზე. 15 სექტემბერს სლოვაკეთმა, პოლონეთმა და უნგრეთმა ცალმხრივად შემოიღეს ეროვნულ დონეზე აკრძალვა უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელ შეთანხმებაში დავების გადაწყვეტის წესებისა და პროცედურების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, უკრაინამ წარადგინა მოთხოვნები სლოვაკეთთან, პოლონეთთან და უნგრეთთან კონსულტაციების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში“, – ნათქვამია უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. უკრაინული მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ცალმხრივი ქმედებები ვაჭრობის სფეროში მიუღებელია და ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ…

მეტი...

ბიჭი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა

24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 6 სექტემბერს, ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს. „ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა. სასიცოცხლო ჩვენებით, საოპერაციო ბლოკში შემოყვანილ იქნა 24 წლის მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში. კატერის თოკის დარტყმის ძალამ შინაგანი ორგანოების შერყევა გამოიწვია. კერძოდ, დაზიანდა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები. პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიების გაკერვა და დუმბალური არტერიების გადაკვანძვა. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუნდის მიერ ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ…

მეტი...

საკონსტიტუციოში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მომხსენებელი ევა გოცირიძე იქნება

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება. ,,ქართული ოცნების” წევრების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა, დღეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად პლენუმს გადაეცა. შეგახსენებთ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც ,,უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძე დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზაქრო შუბითიძე ემსხვერპლა. ის დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება. პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება. მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2030 წლის დღის წესრიგის მიღების შემდეგ მეორედ იმართება. პირველი სამიტი 2019 წელს გაიმართა. სამიტი გახსნეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. წლევანდელ სამიტს აქვს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შუალედური შეფასების დატვირთვა. სამიტის მიზანია, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისის გამო მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების ჭრილში, მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შუალედური შეფასება და 2030 წლის…

მეტი...

,,ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში…” – ზურაბიშვილი

,,ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში…”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ,,მე ვიქნები თქვენთან. მე ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და გავაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში…  ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული, ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს და არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. ყველაფერი ჩვენს…

მეტი...

კახეთის რეგიონში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი

18 სექტემბერს და 19 სექტემბრის ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (უმეტესად კახეთის რეგიონში), მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მასთან ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნა არ შესულა

პრეზიდენტის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთევის  საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოთხოვნა არ შესულა. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ-ფარცხალაძე სანქციების ქვეშ მოაქცია. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია შესაბამისად, მას საქართველოსგან მტკიცებულებები არ მოუთხოვია. ზუორაბიშვილის შეფასებით, ახლა გამოძიება საქართველოშია ჩასატარებელი. „იმ დღესვე, ვიდრე წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი.  არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ.  ყველაფერი ნათელია.…

მეტი...

„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი აგენტი ყოფილა“ – სალომე ზურაბიშვილი  

საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე აღნიშნა, ყველაზე დიდი უბედურებააა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა. „ბატონმა კახამ (კალაძე) მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი…

მეტი...

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკარინში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. დაღუპულის ვინაობა ამ ეტაპისთვს არ ვრცელდება. ამ დრომდე, უკრაინის ომში 48 ქართველი მებრძოლია დაღუპული.  

მეტი...

ჩინეთი გერმანიას საპროტესტო ნოტას უგზავნის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გერმანიის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. პროტესტის მიზეზი გერმანიის საგარეო  მინისტრის – ანალენა ბერბოკის ინტერვიუ გახდა, სადაც ის უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობდა და ჩინეთი ახსენა. გერმანელი დიპლომატის განცხადებით, თუ პუტინი ომს მოიგებდა, ეს იქნებოდა ნიშანი მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიც არის სი ძინპინი, ჩინეთის მეთაური. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო უწყებაში განუმარტეს, მსგავსი განცხადება ავსურდული და არარეალურია. “ეს არის პოლიტიკური პროვოკაციაა. აღნიშნული სიტყვები ჩინეთის პოლიტიკურ პრესტიჟს სერიოზულად აზიანებს. პეკინმა შესაბამისი დიპლომატიური არხებით ბერლინს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა“, – განუმარტეს „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო უწყებაში და დასძინეს, რომ ამ…

მეტი...

20 სექტემბერს პარლამენტი  თეა წულუკიანს მოუსმენს

20 სექტემბერს, პარლამენტი  „მინისტრის საათის“ ფარგლებში,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.  მიმდინარე კვირას პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევა ანაკლიის საკითხს უკავშირდება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის  – შოვის სტიქიას. პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს „თავდაცვის კოდექსის“ მესამე – საბოლოო მოსმენით განხილვას, ასევე მოისმენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის  საქმიანობის ანგარიშს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კენჭსაყრელ საკითხთა შორისაა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს…

მეტი...

რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია

გასული კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კომაშია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კადიროვი თავდაპირველად სამკურნალოდ მოსკოვში გაგზავნეს, თუმცა შემდეგ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობაც განიხილებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მის გარდაცვალებაზეც. გუშინ კი ტელეგრამზე კადიროვის ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ კადიროვი სეირნობს. ,,ყველას, ვინც ვერ არჩევს ინტერნეტში სიმართლეს სიცრუისგან, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და მოიწესრიგოს აზრები, წვიმა საოცრად გამამხნევებელია”,- ეწერა ვიდეოზე, თუმცა თარიღი და ვიდეოს გადაღების ადგილი მითითებული არ არის. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.  

მეტი...

უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. მისი თქმით, პრიორიტეტია მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირება. ,,სამხედრო მეცნიერებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა გარისკეს და შეტევა დაიწყეს, როდესაც მტერს მეტი იარაღი და მეტი ხალხი ჰყავდა. სამხედრო მეცნიერება გეუბნებათ, რომ ეს უნდა გააკეთოთ, როცა უპირატესობა გაქვთ. ჩვენს სიტუაციაში ეს შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც არის. საუბარია არა გათავისუფლებულ კილომეტრებზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენს ძალებს შეუძლიათ ამ პირობებში წინსვლა”, – განცხადა მალიარმა. მისივე თქმით, რუსები 8-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავდნენ, ვიდრე უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთში.  

მეტი...

,,გვაქვს საფუძველი, ვუთხრათ, მოდი რა, დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს”- ზარქუა პრეზიდენტზე

,,გვაქვს საფუძველი, გონივრული საფუძველი, რომ ვუთხრათ, მოდით რა, ქალბატონო, დაისვენეთ, იყავით რა ამ სასახლეში, სადაც ხართ,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა. ,,ახლა რომ ჩაერთე, ბიჯო, არავინ გეკითხება, შენი მანდატი ეს არ არის და მაინც კონსტიტუციის დარღვევით ერთვები ამ საკითხში, რა არის ეს. თან აქ საუბრობ, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს ხელისუფლება, ეს არ არის მხარდამჭერი განცხადება პრეზიდენტისგან. გვაქვს საფუძველი, გონივრული საფუძველი, რომ ვუთხრათ, მოდით რა, ქალბატონო, დაისვენეთ, იყავით რა ამ სასახლეში, სადაც ხართ. სადაც ამდენი ხანი არ გასულხარ, არ დაინტერესებულხარ, მოდი, რა,…

მეტი...

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, რომელიც საცხოვრებელ ბინად ჰქონდათ მოწყობილი, ხანძარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. შემთხვევის დროს ბინაში ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათ  ბინიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მეტი...

,,ამ ხელმოცარულებს, რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან”- ირაკლი ზარქუა

,,ამ ხელმოცარულებს, რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან ოპონენტებს პირადი მტრობა აქვთ. ,,ამ ხელმოცარულებს, რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან – რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ამ მწვალებლების ციხეში ჩასმა, ყველა მაგიტომ დაიწყო, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ, ბუნებრივია, პირადი მტრობა აქვთ. იმიტომ, რომ ის არ დაემორჩილა მათ პოლიტიკურ ინტერესებს. მაგათ დროს მუშაობდა – ანგელოზი იყო, ხოლო ახლა, როცა რამდენი წელია საჯარო სამსახურში აღარ არის, ახლა აღმოჩნდა პრობლემა? ეს არის რადიკალების პირადი შურისძიება ამ ადამიანზე, პროკურატურაზე,“ –…

მეტი...

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად პლენუმს გადაეცა – საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. „მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“). კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს, წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას…

მეტი...

მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს – კანონპროექტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.  მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. „საქართველოს ეროვნული ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრს, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ან…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა გლდანის ხევის პირველი კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა. მაშველებმა კნუტი სხვენიდან ჩაშვებული თოკებით, დაახლოებით 8-10 მეტრის სიღრმიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

,,მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი”- კახეთში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. მომხდარის დეტალებზე კი ერთ-ერთი ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს. „ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელში, გლოვობს ყველა. ჩვენი ლევანი, ჩვენი ობლად გაზრდილი ბიჭი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ლევან შიშნიაშვილია გარდაცვლილი ახალგაზრდა, 33 წლის იყო, დაოჯახებული არ იყო, ძალიან მშრომელი ადამიანი. ვისაც იარაღი გაუვარდა ის ბიჭი ლევანის მეგობარი, მისი სტუმარი იყო, მგონი კასპიდან არის ის ბიჭი. ძმაკაცობდნენ და დღეს დილით წასულან ერთად სანადიროდ. მათთან ერთად ყოფილა კიდევ ერთი…

მეტი...

უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელი, ტარას კაჩკა აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი თქმით, კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს. კაჩკა აცხადებს, რომ უკრაინისთვის მიუღებელია პოლონეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამ ქვეყნებისთვის იმპორტის აკრძალვა. „ჩემი აზრით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებს და საკუთარ კავშირს, რადგანაც ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სხვა სახელმწიფოებზეც“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ტარას კაჩკა. პოლონეთის, უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან. „ჩვენი აზრით, უნგრეთის, პოლონეთის და…

მეტი...

,,უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს”- პაპუაშვილი

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი ჩვენ გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ამაზე მეტი სკანდალი რაღა უნდა იყოს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში გადატრიალების მცდელობები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ახდენდა ამის პრევენციას. ,,პუტინის სტილში მოქმედებს გია ლორთქიფანიძე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, თავის მხრივ, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, რომ გააკეთოს საქართველოში არა მხოლოდ რბილი, არამედ უხეში ძალით. რომელიმე „ენჯეო“ ან რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს, დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა უკრაინის დაზვერვის მხარეს? უკრაინის სადაზვერვო…

მეტი...

როგორი ამინდია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დედაქლაქში – თბილისში 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 19-20 სექტემერს თბილი და უნალექო ამინდი…

მეტი...

უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე და სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

18 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი გაათავისუფლა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს რეზნიკოვის ხუთი მოადგილე. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  მაღალი რანგის წყაროები ამბობენ, რომ ყველა მათგანმა ნებაყოფლობით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ წუთებშიც გრძელდება. ცნობისთვის, უკრაინის რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 სექტემბერს დაუჭირა მხარი. რეზნიკოვის გათავისუფლების ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოვიდა.

მეტი...

,,სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი”- მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის ”წინააღმდეგ შეთითხნილი” საქმეების ყველა დეტალი ოთარ ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც.” ,,სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ,,ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს. ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან,…

მეტი...

,,პრეზიდენტი ღუზას მოწყვეტილია”- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, პრეზიდენტი თავისი ქმედებით არა მხოლოდ კონსტიტუციას არღვევს, არამედ საქართველოს იმიჯს აზიანებს. „ფაქტია, რომ პრეზიდენტი ღუზას მოწყვეტილია. პრეზიდენტი თავისი ქმედებებით არა მხოლოდ კონსტიტუციას არღვევს, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. მის ქმედებებს სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი...

გია ლორთქიფანიძე ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს, არიოს სიტუაცია – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, გია ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. „ეს გამოძიების მიერ მოძიებული ინფორმაციაა და არაა უბრალო ინფორმაცია, რომელიც სუს-ს აქვს. ესაა გამოძიების შედეგები, რომლებიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება. არ არის პირველი მცდელობა, რომ დესტრუქციის და არჩევნების გვერდის ავლით მოვიდნენ ხელისუფფლებაში. მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა და წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გამოძიების დონეზე კიდევ ერთხელ ვნახეთ გია ლორთქიფანიძე, უკვე მეორედ იქნა…

მეტი...

პრეზიდენტი არ არის “კავკასიის ტყვე ქალი”, ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტი არ არის “კავკასიის ტყვე ქალი”, ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლს” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის წინააღმეგ დაწყებული იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული კურსის დივერსიაა. ,,მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყება არის დივერსია ჩვენი ევროპული კურსის. ამას აკეთებს ორი მიზეზით, ერთი, რომ ევროპელ პარტნიორებს უთხრან, რომ ეს არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და ჩვენ სხვაგან ვართ და იქნებ შეძლონ, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და მეორე საკითხია, შიდა პოლიტიკური სივრცის პრობლემების გადაფარვა. პრეზიდენტი არ არის კავკასიის ტყვე ქალი ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში”,…

მეტი...

,,უდიდესი ქველმოქმედია, მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლა იყო”- კალაძე ივანიშვილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა დასავლელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებით მოხდა. „თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ. მანვე სიბინძურე უწოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ხაზი გაუსვა რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი ქველმოქმედოა და არა ოლიგარქი. „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს,…

მეტი...

ინტერნეტ ვაჭრობა ჩინეთში და საათივით აწყობილი სისტემა – რეპორტაჟი პეკინიდან

აქ ყველაფერი ციფრულია. კორონა პანდემიამ ადამიანური კონტაქტის შესაძლებლობა კიდევ უფრო ჩაკეტა და ყველაფერი ინტერნეტ მომსახურებაზე გადავიდა. მაღაზიებში ტურისტების მეტი არავინ დადის. ღვეზელსაც ინტერნეტით უკვეთავენ. ყველაფერი ოფისიდან წამებში, მობილურზე ან კომპიუტერზე ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ხდება. ერთად ვნახოთ როგორ მიდის ამანათი ადრესატამდე.  

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კომპანია “მოდუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო  და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, კომპანია „მოდუსის“ მიმართ საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად  მოვაჭრის მხრიდან დადასტურდა – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა: –          1 თვის ვადაში, საქმიანობის შიდა  პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა; –          სავაჭრო ობიექტებსა და ვებგვერდზე  www.modus.ge ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ; –          შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი; –          მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი საგარანტიო პირობები. ინფორმაციისთვის: ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022…

მეტი...

ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში – რაც არ უნდა ჩხრიკოთ, კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ნახავთ – კალაძე

ინფორმაცია თითქოს, რომელიმე ხარჯი არ არის ასახული ქონებრივ დეკლარაციაში, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, არამედ პირადი თანხა გადაიხადა, რაც პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტს წაადგება. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის…

მეტი...

ყაჩაღობა წალენჯიხაში – შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში წუხელ, გვიან ღამით, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარი. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს. ნახევარი საათის განმავლობაში მათ ემუქრებოდნენ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ავტომატის კონდახით თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. დაშავებული პოლიციას ექსპერტიზაზე ჰყავს გადაყვანილი.

მეტი...

,,სტრატეგიულმა პარტნიორმა დასანქცირებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სტრატეგიული პარტნიორის შესაბამისმა უწყებებმა უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა წარმოუდგინონ ქართულ მხარეს. ამის შესახებ მან ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა. „პირველ რიგში, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ. გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან…

მეტი...