,,ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში…” – ზურაბიშვილი

,,ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში…”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

,,მე ვიქნები თქვენთან. მე ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და გავაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში…  ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული, ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს და არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება ის თვითონ დაიკარგება”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის სასახლეში არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი თემები