საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია- გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილისწამებას სამტრედია- გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლები, მიუხედავად არაერთი საჯარო განმარტებისა, ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების ან ფაქტის გარეშე, აგრძელებენ ტყუილი ბრალდებების გავრცელებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო უწყების დისკრედიტაციის მიზნით. საქმე ისაა, რომ მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. დაზიანებულ ხიდზე ჩასატარებელი საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ…

მეტი...

დაკავებულია პირი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი პირი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და თანხა. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. ისინი იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები არიან. ,,დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის…

მეტი...

,,ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები, ან გადაცდომები ფიქსირდება” – ილია ღუდუშაური

„ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა. ასევე, არის პაციენტების შეცდომაში შეყვანის, ან თანაგადახდის გაზრდის შემთხვევები. თუმცა, ასეთ ფაქტებზე, მკაცრი და დროული რეაგირება გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა. მისივე განმარტებით, სამინისტროს მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, რა სერვისებს აწვდიან კლინიკები პაციენტებს. „ამ სისტემით, შესაძლებლობა გვაქვს, ონლაინ რეჟიმში, აღმოვაჩინოთ, თუ კი რაიმე დარღვევა დაფიქსირდება. ჩვენ ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები, ან გადაცდომები ფიქსირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები, თანდათან, უფრო იკლებს. DRG სისტემის ამოქმედებიდან…

მეტი...

,,ეს მოითხოვს მოთმინებას და დროს, დროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს” – შოლცი

,,უკრაინელები მიისწრაფიან მშვიდობიანი მომავლისკენ, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა მიუთთებს”. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. ,,უკრაინელები ყოველდღე იცავენ სამშობლოს, საკუთარ სიცოცხლეს იმპერიული, ისტორიულად დაბრმავებული კრემლის მმართველების ფანტაზიებისგან. უკრაინელები მიისწრაფიან მშვიდობიანი მომავლისკენ, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა მიუთთებს… ეს მოითხოვს მოთმინებას და დროს, დროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს, რადგანაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში დაბომბვებს, წამებას და მკვლელობებს“, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

ერგნეთში IPRM-ის 7 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამჯერადაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებები თითქმის 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონოდ დაკავების ფაქტები გააპროტესტეს. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში სულ 4 უკანონო პატიმარი იმყოფება, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მათ ოჯახებს პოზიტიურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გააცნობენ. ,,დღეს განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენ თანამოქალაქეებს, ასევე უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პროცესს. ცენტრალური ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს პროცესი, რომელიც უკიდურესად ართულებს საოკუპაციო…

მეტი...

,,ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი დირექტორი ციხეში გარდაიცვალა

შპს ,,ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი უფროსი, ვლადიმერ მიქელაძე, 11 სექტემბერს ციხეში სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ გამოცემას ფაქტი ადვოკატმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, სასამართლო სხდომაზე მიქელაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, ხელზე გადასცა. მისივე თქმით, ბიუჯეტის ფულს ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნები კაბინეტებში, საპირფარეშოებსა და სახლებში ინაწილებდნენ. მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტომბერს დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის ივლისში 7…

მეტი...

13-17 სექტემბერს თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, 13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტი...

წყალწაღებული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე არსებულ წყალწაღებულ ხიდზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. ,,გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილისწამებას სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლები, მიუხედავად არაერთი საჯარო განმარტებისა, ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების ან ფაქტის გარეშე, აგრძელებენ ტყუილი ბრალდებების გავრცელებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო უწყების დისკრედიტაციის მიზნით. საქმე ისაა, რომ მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაზიანებულ ხიდზე ჩასატარებელი საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაცემული…

მეტი...

პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. დახურული შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ დიპლომატებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შესაბამისად უცნობია საუბრის თემა. თუმცა, დიდი ალბათობით, შეხვედრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მეტი...

საფრანგეთის მთავრობა ინცესტის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს

საფრანგეთის მთავრობა ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა გამკაცრდეს სამართლებრივი სანქციები ინცესტის დამნაშავეების წინააღმდეგ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სამშაბათს საფრანგეთის მთავრობამ დაიწყო დიდი კამპანია ინცესტისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ყოველწლიურად 160 000 ბავშვი განიცდის. საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი შარლოტ კობელი, რომელიც ბავშვების უფლებების დაცვაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთავრობო კამპანიაში გამოიყენა სიტყვა „ინცესტი“ და პირველად ალაპარაკდა ოჯახში ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ სიტყვა „ინცესტი“ გამოიყენა კამპანიაში, პირველად ისაუბრა ოჯახში სექსუალურ ძალადობაზე“, – განაცხადა შარლოტ კობელმა. ეროვნული კამპანია  სოციალურ ქსელებსა და მედიაში ჩატარდება. კამპანიის…

მეტი...

მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხზადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ.გ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2023 წლის 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეკომპანია ,,ფორმულას“ დამფუძნებლის მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობა, სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. ,,გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირდა და სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი იქნა  23 კერძო ობიექტის და საჯარო უწყების ათეულობით სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, ასევე ცალკეულ ვიდეოკადრებზე…

მეტი...

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა  2 800-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა  2 800-ს გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი 2 862-მდე გაიზარდა, 2 562 ადამიანი დაშავდა. მაშველები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან შეუერთდნენ მაროკოს ძალისხმევას, რათა მიწისძვრისას გადარჩენილები იპოვონ. შეგახსენებთ, რომ მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა.    

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. უწყების-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები. ,,ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.თ., 1995 წელს დაბადებული ლ.ს., 2000 წელს დაბადებული ნ.გ., 1991 წელს დაბადებული ე.მ., 1983 წელს დაბადებული დ.მ.,…

მეტი...

,,ყველა გარდაცვლილი მამაკაცია”- ზღვისპირა ქალაქში 6 ადამიანი მოკლეს

საბერძნეთში, ათენის მახლობლად, არტემიდას დასახლებაში ზღვისპირა ქალაქში 6 ადამიანი მოკლეს. ყველა გარდაცვლილი მამაკაცია. მათი ცხედრები ავტომობილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. პოლიცია მომხდარს ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას უკავშირებს. სამართალდამცველებმა ადგილზე 25-მდე მასრა იპოვეს.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნების ელჩებს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს  რა თემასთან დაკავშირებით საუბრობენ ელჩები და პრეზიდენტი. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში თანხა, ჩემთვის სარწმუნოა – მამუკა მდინარაძე

გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში ის თანხა – ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩემთვის სარწმუნოა – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. უმრავლესობის წევრი ანზორ ჩუბინიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ,,რაც შეეხება კერძო თანხებს, როცა თქვენ გჭირდებათ ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს – უტრირებულად, პენსიონერს ისე მოიხსენიებთ, თითქოს პენსიონერი აუცილებლად… პენსიონერს ნეგატიურ კონტექსტში რატომ მოიხსენიებთ, ვერ გავიგე, ეს ერთი, როცა თქვენ გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის პენსიონერი და სხვა…

მეტი...

,,სანდრას მამას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება”- მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2007 წელს მომხდარ, სანდრა რულოვსის მამასთან დაკავშირებულ ფაქტს იხსნებს. „მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 მ იყო). როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ. ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრას მამასთვის, ედუარდისთვის ეს არ იყო…

მეტი...

კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი საქართველოს მოსახლეობაა – კახა კალაძე

„პირდაპირ ვიტყვი, რომ კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი – „ნაციონალური მოძრაობა“. კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. 2012 წლიდან მოყოლებული ხალხი რეალურად ხედავს, თუ რა ნაბიჯები იდგმება ევროინტეგრაციის ამ ურთულეს გზაზე. თუ მართლა რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ჩვენს ხალხთან ერთად, 2012 წლის…

მეტი...

პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალი მსჯავრდებულია.

მეტი...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ.მ.-ს სააპელაციო საჩივარი და განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის…

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ ენერგეტიკის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სემეკის წარმომადგენლები და სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ენერგეტიკული ბიზნესის  საფუძვლებს, ელექტროენერგეტიკული სექტორის სამართლებრივ ჩარჩოებს, ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობის პრინციპებს, სატარიფო პოლიტიკას, მომსახურების ხარისხის კონტროლის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი შეიძლება, გადააყენონ – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის შესაძლო ხმები მოაგროვოს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრაზე ბევრ ისეთ საკითხზე ვისაუბრეთ, რაც მე მაწუხებდა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციას ეხება. ვისაუბრეთ ჯარის, მოქალაქეობის მონიჭება-არ მინიჭებისა და სხვა საკითხების შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. „ქართული ოცნება“ მართალია, თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვსო და გამორიცხავს ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“…

მეტი...

„ქართული ოცნების“ წევრების მიმართ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომლის სამიზნეც რამდენიმე კვირის წინ თავად გახდა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი ბინძური „ფეიკ ნიუსების“ მიმართ შესაბამისი რეაქცია აქვს. „პარალელი მინდა გავავლო, როგორ ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ. აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით. ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ შოვში ჩემი შვილები. ეს ყველაფერი როგორ დაგიბრუნდათ ვნახეთ – ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული სტატუსებს დებდით, ვის მოუვიდა აზრად, რომ კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო. თქვენ…

მეტი...

ქვეყანაში გვყავს უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად გვევლინებიან – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ბევრი უცხოური გავლენის აგენტია, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად გვევლინებიან. ამის შესახებ მან ოპოზიციის გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. „მცდელობა არის, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხდეს, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში გვყავს ბევრი უცხოური გავლენის აგენტი. ეს ადამიანები გვევლინებიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად. დღეს დაირქმევენ „ნაცმოძრაობას“, ხვალ შეიძლება დაირქვან „ევროპული საქართველო“, ზეგ – „დროას“, მაზეგ –…

მეტი...

7 წლის ბავშვმა პარკში 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა

არკანზასის შტატში 7 წლის ბავშვმა ბრილიანტების სახელმწიფო პარკში 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა. ბავშვი პარკში მამასთან და ბებიასთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა, როდესაც მოყავისფრო ძვირფასი ქვა იპოვა. 7 წლის ბავშვის მიერ ნაპოვნი ბრილიანტი  პარკის სტუმრების მიერ დარეგისტრირებულ ძვირფას ქვებს შორის სიდიდით მეორეა. პირველ ადგილს მარტში აღმოჩენილი 3,29 კარატიანი ყავისფერი ბრილიანტი იკავებს. ვიზიტორების მიერ ნაპოვნი ძვირფასი ქვა მათი საკუთრება ხდება.

მეტი...

პრეზიდენტის სასახლეში სამადაშვილის, დეკანოიძისა და წითლიძის მისვლა სევდისმომგვრელი და ტრაგიკომიკურია – ბექა ოდიშარია

ქალბატონი სამადაშვილის, ქალბატონი დეკანოიძის, ქალბატონი წითლიძის მისვლა საგულშემატკივროდ და საკონსულტაციოდ პრეზიდენტის სასახლეში, იმდენად სევდისმომგვრელი და ტრაგიკომიკურია, რომ მართლაც ძნელია შეინარჩუნო სერიოზული ჰაბიტუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს ეყოფა სიბრძნე და კეთილგონიერება და ამ ადამიანებთან არ შევა ახლო კოოპერაციაში. „ეს ადამიანები ისეთი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ექომაგებოდა და გულშემატკივრობდა ქალბატონ სალომეს, დაიდო კიდეც რეზულტატი სწორედ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრობით. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ფარისევლობენ მორიგჯერ. ახლა სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი მათ სჭირდებათ საკუთარი ბინძური დღის წესრიგისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ახერხებენ. დარწმუნებული ვარ, რომ…

მეტი...

,,არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დასამალი არაფერი აქვს. ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ანზორ ჩუბინიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომლის თქმითაც, პრემიერის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისი  თქმით, ხარჯები დეკლარაციაში აისახება. ,,ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს. აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერი არის სუფთად. განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ახლა სპეკულირებს ამ თემით”- აცხადებს კობახიძე. ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების თანხა – 34 ათასი ევრო ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

მეტი...

ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან

დილის 7 საათი. ყოველი დილა ასე მხიარული განწყობით, პოზიტივით, სიყვარულითა და ხალისით იწყება. ეს ერთ-ერთი პარკია პეკინის ცენტრში, სადაც ძირითადად ასაკოვნები იკრიბებიან და ცხოვრებას იხალისებენ. აქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ. უყვართ ყოველი დღე, ერთმანეთის ნახვა, მზის ამოსვლა, მცენარეები, ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ყველა ბედნიერია. განა პრობლემები და სადარდებელი არ აქვთ… ერთმანეთს მხოლოდ პოზიტივს უზიარებენ. დიახ, არ წუწუნებენ, ცხვირ-პირი არ ჩამოსტირით. სწორედ აქ არის პასუხი ზოგიერთის გზავნილზე – „შენ რა გიჭირს, როგორ ერთობი, არც დაბრუნდები“…  მთავარი სწორედ ის არის, რომ შენი „დარდი“ სხვას არ გაუზიარო, სხვას არ გადასდო, სხვას…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების თანხა – 34 ათასი ევრო ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ თანხა სრულად პრემიერ-მინისტრის მამამ დაფარა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი მიუნხენში ჩარტერული რეისით გაფრინდა. „მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.…

მეტი...

,,დღეს 116 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან” – ღარიბაშვილი

დღეს 116 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ ილია ჭავჭავაძეს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად. „დღეს 116 წელი შესრულდა დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო“. მართლაც, ძნელია მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. მისმა ტიტანურმა ძალისხმევამ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში…

მეტი...

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა . მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა  საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება. ,,როგორც ვთქვით, ამ დღეებში პრეზიდენტ პუტინს ექნება კომუნიკაცია ჩვენს სტუმართან, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერთან. მოლაპარაკებები გაიმართება, საუბარია ორ დელეგაციას შორის მოლაპარაკებებზე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ლიდერები ხელმძღვანელობენ. იქნება პირისპირ კომუნიკაცია, ოფიციალური ვახშამი პუტინის სახელით კიმ ჩენ ინის პატივსაცემად”, – განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს მოხდება აზრთა გაცვლა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებზე.

მეტი...

რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მინდორში ავარიულად დაეშვა

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში, სოფელ კამენკას მახლობლად ,,ურალის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მინდორში ავარიულად დაეშვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. Airbus A320 სოჭიდან ომსკში მიფრინავდა. ნოვოსიბირსკის გუბერნატორის ანდრეი ტრავნიკოვის ინფორმაციით, ბორტზე 170 ადამიანი იყო, მათ შორის 23 ბავშვი. ,,დღეს 09:44 საათზე ნოვოსიბირსკის ოლქის უბინსკის რაიონში ურალის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ადგილზე ავარიულად დაეშვა. ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 23 ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, ხანძარი არ დაფიქსირებულა”, – წერს გუბერნატორი.  

მეტი...

სოფელ დუისში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, 25 წლამდე ასაკის პირი დაჭრეს. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის ახმეტიდან თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ღონისძიება, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, შორის ნარკორეალიზატორებიც. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თუშეთში, სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულს სახლის მფლობელმა იმ დროს მიაკვლია, როცა სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე ფართის მეპატრონე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. ცხედარი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნოდეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...