რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია

გასული კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კომაშია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კადიროვი თავდაპირველად სამკურნალოდ მოსკოვში გაგზავნეს, თუმცა შემდეგ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობაც განიხილებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მის გარდაცვალებაზეც.

გუშინ კი ტელეგრამზე კადიროვის ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ კადიროვი სეირნობს.

,,ყველას, ვინც ვერ არჩევს ინტერნეტში სიმართლეს სიცრუისგან, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და მოიწესრიგოს აზრები, წვიმა საოცრად გამამხნევებელია”,- ეწერა ვიდეოზე, თუმცა თარიღი და ვიდეოს გადაღების ადგილი მითითებული არ არის.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

მსგავსი თემები