კახეთის რეგიონში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი

18 სექტემბერს და 19 სექტემბრის ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (უმეტესად კახეთის რეგიონში), მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები